ისრაელში აცხადებენ, რომ გუშინ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების 322 სატვირთო მანქანა შევიდა
ისრაელში აცხადებენ, რომ, „რაფაჰის“ გამშვები პუნქტის გავლით, კვირას ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების 322 სატვირთო მანქანა შევიდა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ანკლავისთვის დახმარების მიღების პროცესში დაბრკოლებებზე დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა და აცხადებდა, რომ შიმშილობა გარდაუვალი იქნებოდა.
ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, მათ გაზარდეს ღაზაში დახმარების მისაღებად ხელშეწყობა და პასუხისმგებელნი არ არიან შეფერხებებზე.