ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით აშშ-ში აქცია გაიმართა
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით აშშ-ში აქცია გაიმართა. ვაშინგტონში ათასობით დემონსტრანტმა აქცია თეთრი სახლის წინ გაიმართა.
მომიტინგეებს ეჭირათ ბანერები წარწერებით : „შეაჩერე გენოციდი“ და „შეაჩერე სამხედრო დახმარება ისრაელისთვის“.
დემონსტრანტების თქმით, ისინი ითხოვენ აშშ-ის პრეზიდენტისგან, ჯო ბაიდენისგან, რომ იმუშაოს ცეცხლის შეწყვეტაზე და არ დაუჭიროს მხარი ისრაელს.