ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ვადა ამოიწურა
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ვადა ამოიწურა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, მათ განაახლეს ბრძოლა „ჰამასთან“ ღაზის სექტორში.
მედიის ცნობით, ზავის ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე ისრაელმა განაცხადა, რომ მათ ღაზის სექტორიდან გასროლილი რაკეტა გაანადგურეს. ამასთან, ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ისმოდა აფეთქებებისა და სროლის ხმა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.