ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის ოთხდღიანი შეთანხმება ამოქმედდა
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის ოთხდღიანი შეთანხმება ამოქმედდა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის ოთხდღიანი შეთანხმება ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე ამოქმედდა.

როგორც მედია წერს, ამ დროისთვის ღაზის სექტორში საჰაერო თავდასხმები შეწყვეტილია.

გავრცელებული ინფორმაციით, ტყვეობაში მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს ადგილობრივი დროით საღამოს ოთხ საათზე გაათავისუფლებენ.

ცნობისთვის, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების მიხედვით, ოთხი დღის განმავლობაში 50 მძევალი გათავისუფლდება 150 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ.