ისრაელმა სირიიდან ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტების“ მოხალისეები გაიყვანა
ისრაელმა სირიიდან ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტების“ ასობით მოხალისე გაიყვანა. როგორც თელავივში აცხადებენ, სირიის ტერიტორია 800 ადამიანს და მათ ოჯახის წევრებს დაატოვებინეს. ისინი თავდაპირველად იორდანიაში ჩავიდნენ, საიდანაც კანადაში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში ჩაიყვანენ.
ევაკუაციის მიზეზი სირიის არმიის აქტიურობა გახდა, რომელმაც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს შეუტია. ისრაელის მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „თეთრი ჩაფხუტების“ წევრთა ევაკუაცია უკვე დასრულდა და მათი სირიიდან გაყვანა აშშ-ისა და რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით მოხდა.
როგორც იორდანშია განაცხადეს, სირიიდან ევაკუირებულ მოხალისეებს და მათი ოჯახის წევრებს თავდაპირველად იორდანიაში დახურულ ცენტრებში განათავსებენ. საიდანაც სამი თვის განმავლობაში ეტაპობრივად გაანაწილებენ დიდი ბრიტანეთში, კანადასა და გერმანიაში.
„თეთრი ჩაფხუტები“, რომელიც ასევე ცნობილია „სირიის სამოქალაქო თავდაცვის“ სახელით, მოხალისეების ორგანიზაციაა, რომლის წევრებიც სირიელ მეამბოხეთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდნენ.
სირიის მთავრობა თვლის რომ „თეთრი ჩაფხუტები“ ტერორისტული ორგანიზაციაა.