ისრაელმა მთვარეზე კოსმოსური ხომალდი გაუშვა. მისიის წარმატების შემთხვევაში, ისრაელი მეოთხე ქვეყანა იქნება, რომელიც მთვარეზე ხომალდს დასვამს. უპილოტო რობოტული აპარატი ღია სივრცეში მილიარდერ ელონ მასკის კომპანია „სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ 9“-ის საშუალებით დაიძრა. გაშვებიდან 38 წუთში, ისრაელის კოსმოსური აპარატი, სახელწოდებით „ბერეშეეთი“ „ფალკონ 9“-ს წარმატებით გამოეყო.
მისიის ფარგლებში, სივრცეში ასევე გავიდა ინდონეზიის კოსმოსური თანამგზავრი და აშშ-ის საჰაერო ძალების ექსპერიმენტული თანამგზავრი. სადგურიდან გაშვებიდან რამდენიმე წუთში, 9-ძრავიანი სუბორბიტალური გამყვანი რაკეტა „ფალკონ 9“ დედამიწაზე დაბრუნდა და ფლორიდის სანაპიროსთან უპილოტო ხომალდზე უსაფრთხოდ დაეშვა.
ისრაელის კოსმოსური ხომალდი მთვარეზე სავარაუდოდ აპრილის შუა რიცხვებში დაჯდება.