ისრაელმა მთვარეზე კოსმოსური ხომალდი გაუშვა
ისრაელმა მთვარეზე კოსმოსური ხომალდი გაუშვა

ისრაელმა მთვარეზე კოსმოსური ხომალდი გაუშვა. მისიის წარმატების შემთხვევაში, ისრაელი მეოთხე ქვეყანა იქნება, რომელიც მთვარეზე ხომალდს დასვამს. უპილოტო რობოტული აპარატი ღია სივრცეში მილიარდერ ელონ მასკის კომპანია „სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ 9“-ის საშუალებით დაიძრა. გაშვებიდან 38 წუთში, ისრაელის კოსმოსური აპარატი, სახელწოდებით „ბერეშეეთი“ „ფალკონ 9“-ს წარმატებით გამოეყო.

მისიის ფარგლებში, სივრცეში ასევე გავიდა ინდონეზიის კოსმოსური თანამგზავრი და აშშ-ის საჰაერო ძალების ექსპერიმენტული თანამგზავრი. სადგურიდან გაშვებიდან რამდენიმე წუთში, 9-ძრავიანი სუბორბიტალური გამყვანი რაკეტა „ფალკონ 9“ დედამიწაზე დაბრუნდა და ფლორიდის სანაპიროსთან უპილოტო ხომალდზე უსაფრთხოდ დაეშვა.

ისრაელის კოსმოსური ხომალდი მთვარეზე სავარაუდოდ აპრილის შუა რიცხვებში დაჯდება.

დატოვე კომენტარი