ისრაელმა ლიბანის საზღვრის სიახლოვეს მდებარე 28 დასახლებიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო
ისრაელმა ლიბანის საზღვრის სიახლოვეს მდებარე 28 დასახლებიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო

ისრაელმა ლიბანის საზღვრის სიახლოვეს მდებარე 28 დასახლებიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, სავალდებულო ევაკუაცია შეეხებათ ლიბანის საზღვრიდან ორ კილომეტრში მდებარე ყველა დასახლების მცხოვრებლებს. ევაკუირებულ მოქალაქეებს დროებით საოჯახო სასტუმროებში გადაიყვანენ.

ცნობისთვის, ბოლო დღეებში ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე ვითარება დაძაბულია. ისრაელის არმია და ლიბანური შიიტური მოძრაობა „ჰეზბოლა“ ერთმანენთის პოზიციებზე დარტყმებს ახორციელებენ.

ჰეზბოლამ“ მხარი დაუჭირა მოძრაობა „ჰამასის“ მიერ ისრაელზე მოწყობილ თავდასხმას. ამ თავდასხმის შედეგად, ბოლო ცნობებით, 1 400 ისრაელელი მოკლეს.