ისრაელმა იემენზე საჰაერო იერიში მიიტანა. ინფორმაციას ადასტურებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
თავდასხმა იემენში, ჰოდეიდას პორტზე განხორციელდა. როგორც თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პორტს ნავთობის იმპორტისთვის იყენებდნენ.
„ჩვენ ვიცით, როგორ მივწვდეთ უფრო შორს და როგორ დავარტყათ იქ ზუსტად. ეს არ არის შეტყობინება, ეს არის მოქმედება“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევმა.
თავდასხმას გამოეხმაურნენ იემენილი „ჰუსიტებიც“.
„იემენის მხარდამჭერი ფრონტი არ შეჩერდება, ჩვენი თავდასხმები სიონისტ მტერზე არ შეჩერდება“, – ნათქვამია განცხადებაში.