ისრაელმა ღაზის სექტორსა და სირიაში ავიაიერიშები განახორციელა
ისრაელმა ღაზის სექტორსა და სირიაში ავიაიერიშები განახორციელა

ისრაელმა ღაზის სექტორსა და სირიაში ავიაიერიშები განახორციელა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ავიაიერიშის მიზანი დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადი“ იყო, რომლის პოზიციებიც ავიაიერიშის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.

პალესტინური მხარის ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად ღაზის სექტორში ოთხი ადამიანი დაშავდა.

ისრაელში აცხადებენ, ეს იყო რამდენიმე დღის წინ ისრაელის მიმართ განხორციელებულ იერიშზე საპასუხო ზომა.

დატოვე კომენტარი