ისრაელმა ღაზის სექტორი დაბომბა

09:02, 17.10.2018

ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორი დაბომბეს. ოფიციალური თელ ავივის განცხადებით, საჰაერო შეტევა ღაზის სექტორის მხრიდან რადიკალების მიერ გახსნილი ცეცხლის პასუხია. 17 ოქტომბერს, ღამით, ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაზე ღაზის სექტორიდან რადიკალებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რა დროსაც, რამდენიმე შენობა დაზიანდა. თუმცა, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ისრაელის ავიაციის განცხადებით, საჰაერო თავდასხმის სამიზნე ღაზის სექტორში, ტერორისტების ობიექტები იყო.

მსგავსი