ისრაელმა ბეირუთი დაბომბა
ისრაელმა ბეირუთი დაბომბა

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი დაბომბა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათი სამიზნე იყო დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას ხელმძღვანელობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ფუად შუქრიზე, რომელიც დაჯგუფების ლიდერის, ჰასან ნასრალას მრჩეველია. მისი ბედი ამ დროისთვის უცნობია.

თავდასხმიდან მალევე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ „ჰეზბოლამ“ წითელი ხაზები გადაკვეთა.