ისრაელმა ანტონიუ გუტერეში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
ისრაელმა ანტონიუ გუტერეში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ისრაელში შესვლა აუკრძალა.

ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ვისაც არ შეუძლია ცალსახად დაგმოს ირანის ამაზრზენი თავდასხმა ისრაელზე, როგორც ამას მსოფლიოს თითქმის, ყველა ქვეყანა აკეთებს, არ იმსახურებს ფეხის დადგმას ისრაელის მიწაზე.

„ეს არის გენერალური მდივანი, რომელსაც ჯერ არ დაუგმია ხოცვა-ჟლეტა და სექსუალური სისასტიკე, რომელიც ჩადენილია „ჰამასის“ მკვლელების მიერ 7 ოქტომბერს და არც ხელმძღვანელობდა რაიმე მცდელობას, მათი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებისთვის. გენერალური მდივანი, რომელიც მხარს უჭერს ტერორისტებს, მოძალადეებს და მკვლელებს „ჰამასიდან“, „ჰეზბოლადან“, „ჰუსიტებიდან“ და ახლა ირანიდან – გლობალური ტერორის მთავარი გემი – გაერო-ს ისტორიაში ლაქად დარჩება. ისრაელი გააგრძელებს თავისი მოქალაქეების დაცვას და ეროვნული ღირსების დაცვას, ანტონიუ გუტერეშთან ერთად ან მის გარეშე“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.