ისრაელისა და აშშ-ის დელეგაცია აბუ-დაბიში სამშვიდობო შეთანხმების განსახილველად გაემგზავრა
ისრაელისა და აშშ-ის დელეგაცია აბუ-დაბიში სამშვიდობო შეთანხმების განსახილველად გაემგზავრა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩევლები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრნენ. რეისი, რომლითაც ისრაელიდან დელეგაცია გაემგზავრა, ისრაელის ავიაკომპანიის პირველი კომერციული ფრენაა თელ-ავივიდან აბუ-დაბიში.

ეს უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა იქნება მხარეებს შორის მას შემდეგ, რაც 13 აგვისტოს დონალდ ტრამპმა ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ გამოაცხადა.

ისრაელის დელეგაციასთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში თეთრი სახლის მთავარი მრჩეველი ჯარედ კუშნერი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი რობერტ ობრაიანი გაემგზავრნენ.

ვიზიტისას მხარეები ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ, მათ შორის ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში.