ისრაელის თავდაცვის სამინისტრო - ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ ისრაელის არმიის, პოლიციისა და უსაფრთხოების სტრუქტურების 890 წარმომადგენელი დაიღუპა
ღაზის სექტორში გასული წლის ოქტომბერში ომის დაწყების შემდეგ ისრაელის არმიის, პოლიციისა და უსაფრთხოების სტრუქტურების 890 წარმომადგენელი დაიღუპა. დაღუპულთაგან 808 ისრაელის თავდაცვის ძალების წევრია.
ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის უწყების ცნობით, 374 დაღუპული მოქალაქის ასაკი 21 წელს ქვემოთაა.
ისრაელი თავდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, სამხედროები, პოლიციელები და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები ღაზის სექტორში, ლიბანსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დაიღუპნენ.