ისრაელის თავდაცვის სამინისტრო - აშშ-ის ჯავშანტექნიკის გადაზიდვა ისრაელში ცოტა ხნის წინ დასრულდა
შეერთებული შტატების ჯავშანტექნიკის გადაზიდვა ისრაელში ცოტა ხნის წინ დასრულდა. ტექნიკის ვიდეომასალას ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს სპიკერის თქმით, ტვირთი მოიცავდა ჯავშანტექნიკის პირველ პარტიას, რომელიც მიზნად ისახავს „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში დაზიანებული ისრაელის სამხედრო მანქანების შეცვლას.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელში მიმდინარე კვირას იმყოფებოდა, სადაც ქვეყანას, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ახალ დაფინანსებას დაჰპირდა.