ისრაელის თავდაცვის მინისტრმა კვიპროსს ღაზის სექტორისთვის პორტის აშენების თხოვნით მიმართა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა კვიპროსს ღაზის სექტორისთვის პორტის აშენების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ კუნძულოვანი სახელმწიფოს მთავრობამ განაცხადა.
პორტი ღაზის სექტორში საქონელის, მათ შორის საკვების ჩატანისთვის იქნება განკუთვნილი. ტერიტორიაზე არალეგალური საქონელის შეღწევისგან თავის ასარიდებლად კი ღაზის სექტორისთვის განკუთვნილ გემებს ისრაელის მონიტორინგის მექანიზმი შეამოწმებს.
უკვე წლებია, ღაზის სექტორის საზღვაო ნაწილი ისრაელისა და ეგვიპტის მიერ არის ბლოკირებული. ეს კი ტერიტორიაზე, ზღვის საშუალებით საქონელის შესვლას ხელს უშლის.