ისრაელის თავდაცვის მინისტრი - „ჰეზბოლას“ აგრესია კრიტიკულ წერტილს უახლოვდება
ისრაელის თავდაცვის მინისტრი - „ჰეზბოლას“ აგრესია კრიტიკულ წერტილს უახლოვდება

„ჰეზბოლას“ აგრესია კრიტიკულ წერტილს უახლოვდება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.

იოავ გალანტის თქმით, ლიბანის საზღვარზე „ჰეზბოლას“ მებრძოლებთან მუდმივი დაძაბულობა ვითარებას სამხედრო ესკალაციამდე მიიყვანს.

„ჩვენ ერთგული ვართ დიპლომატიური პროცესის მიმართ, თუმცა „ჰეზბოლას“ აგრესია გვაახლოებს ლიბანში სამხედრო აქტივობებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების კრიტიკულ წერტილთან“, – განაცხადა გალანტმა აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან, ამოს ჰოხშტეინთან შეხვედრის შემდეგ.