ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ჰამასი გვაიძულებს, ძალიან მტკივნეული დარტყმა მივაყენოთ
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ავიგდორ ლიბერმანმა ჰამასის ლიდერები გააფრთხილა, ისრაელის მისამართით პროვოკაციული ქმედებები შეწყვიტონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, „მტკივნეულ დარტყმას“ მიიღებენ.
„ვცდილობთ, ვიყოთ კონსტრუქციულები და თავიდან ავირიდოთ ომი, თუმცა ტერორისტული გაერთიანება ჰამასი ყველაფერს აკეთებს, გვაიძულოს, ომი დავიწყოთ. თუ მათ ლიდერებს მცირეოდენი აზროვნების უნარი შერჩათ, უნდა აცნობიერებდნენ, რომ ეს ომი ძალიან მტკივნეული დარტყმა იქნება მათთვის“, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ქალაქ სდეროტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბოლო თვეებში ღაზას სექტორში პალესტინელ აქტივისტებსა და ისრაელელ სპეცრაზმელებს შორის შეტაკებების შედეგად 120-ზე მეტი ადამიანის დაღუპვის გამო, ისრაელი პასუხისმგებლობას ჰამასს აკისრებს. სუნიტური რადიკალური გაერთიანება ჰამასი ღაზას სექტორს 2007 წლიდან აკონტროლებს. ჰამასს ისრაელი და აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.