ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ქალაქ რაფაჰში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლეს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღამით ქალაქ რაფაჰში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლეს.
უწყების ცნობით, ორივე პირი იდენტიფიცირებულია. ისინი „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს აიყვანა.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორივე გათავისუფლებული ისრაელის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ჩვენ განვაგრძობთ ვალდებულების შესრულებას, რომ მძევლები ნებისმიერი გზით დავაბრუნოთ“, – წერს ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი სოციალურ ქსელში.