ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტა თელ ავივთან ახლოს ჩამოაგდეს
ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტა თელ ავივთან ახლოს ჩამოაგდეს. მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
„თელ-ავივისა და ნეთანიას რაიონებში განგაშის სიგნალების შემდეგ, ერთი რაკეტა,რომელმაც ლიბანიდან გადმოკვეთა ისრაელის საჰაერო სივრცე, თავდაცვის სისტემის მიერ განეიტრალდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ისრაელის ხელისუფლების ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელის ქალაქ ნეთანიაში განგაშის სიგნალი პირველად გაისმა. მოგვიანებით, „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ თავდასხმა მიმართული იყო თელ ავივთან ახლოს, ისრაელის დაზვერვის სამსახურის, მოსადის შტაბ-ბინისკენ.