ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოსთან „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული ერთ-ერთი მძევლის ცხედარი იპოვეს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოსთან „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული ერთ-ერთი მძევლის ცხედარი იპოვეს.
მძევალი „ჰამასის“ მებრძოლებმა ღაზის სექტორთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი სოფლიდან, საკუთარი სახლიდან გაიტაცეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ცხედრის იდენტიფიკაციის პროცესი დასრულებულია და ოჯახს ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.