ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ბეირუთში აფეთქებასთან კავშირს უარყოფენ
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ბეირუთში აფეთქებასთან კავშირს უარყოფენ

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფენ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, „ჰეზბოლას“ იარაღის საწყობზე ისრაელის სარაკეტო იერიში ყოფილიყო.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ბეირუთის პორტში სარაკეტო იერიშის შესახებ ცნობა კატეგორიულად უარყო „ჰეზბოლამაც“.

ლიბანის გენერალური უსაფრთხოების დირექტორმა ტელეკომპანია „ალ ჰადათთან“ საუბარში ფოიერვერკების აფეთქების ვერსიას „სასაცილო“ უწოდა და თქვა, რომ აფეთქება მაღალი ხარისხის ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია.

ლიბანის პრეზიდენტმა, მიშელ აოუნმა თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომა მოიწვია.

ხუთი აგვისტო ლიბანში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება დღეს მოხდა. უცხოური მედია ადგილიდან პირდაპირ რეპორტაჟს გადასცემს.