ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი აცხადებს, რომ „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის ადგილსამყოფლის შესახებ მათ წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონიათ
ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის, ჰერცი ჰალევის განცხადებით, „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის ადგილსამყოფლის შესახებ მათ წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონიათ. აღნიშნული განცხადება ჰერცი ჰალევიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობის ადგილი მოინახულა.
„ამ ომში ჩვენ ბევრი ოპერაცია ჩავატარეთ, რა დროსაც ვიყავით მუდამ ინფორმირებული, ვაგზავნიდით მომზადებულ ჯარისკაცებს კონკრეტული ინსტრუქციებით, სად უნდა წასულიყვნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ არაფერი ვიცოდით. ეს არის პროფესიონალიზმი, მონდომება, ზუსტი იდენტიფიკაცია და ინფორმირებულობა“, – აღნიშნა ჰერცი ჰალევიმ.
ცნობისთვის, „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი ისრაელელმა სამხედროებმა დღეს მოკლეს. ისრაელის პოლიციაში აცხადებენ, რომ ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და სინვარი თითის ანაბეჭდებით ამოიცნეს. როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა აღნიშნა, მისი მკვლელობა ისრაელისთვის დიდი სამხედრო და მორალური მიღწევაა.