ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური - რაფაჰში შეტევის დაწყებამდე ისრაელის თავდაცვის ძალები მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე იმუშავებენ
რაფაჰში შეტევის დაწყებამდე ისრაელის თავდაცვის ძალები მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე იმუშავებენ, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა.
„ვიცით, რომ ჩვენთვის უფრო რთულია ბრძოლა ისეთ გარემოში, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი და კიდევ 10 000 „ჰამასის“ მებრძოლია“, – აღნიშნა ჰალევიმ.
ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურის განცხადებით, აფასებს სხვა ქვეყნების რჩევებს ამ გამოწვევის მიმართ, მაგრამ ისრაელის თავდაცვის ძალებმა აჩვენეს, რომ მათ შეუძლიათ, დაუმიზნონ მტერს ასეთ რთულ გარემოშიც.
„ომის წინა პერიოდში ჩვენ შევძელით მოსახლეობის ევაკუაცია. ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა. ეს გავაკეთეთ ღაზაში, ხან იუნისში, ღაზის ცენტრალურ ნაწილში. რაფაჰში მცხოვრებლებსაც ექნებათ ევაკუაციის შესაძლებლობა. არ არის სწორი, მშვიდობიანი მოსახლეობა, ოჯახები იყვნენ საბრძოლო მოქმედებების ზონაში. როდის და როგორ მოხდება ეს? ჩვენ გადავწყვეტთ, როდის მოვა დრო“, – აღნიშნა ჰალევიმ.