ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური - ლიბანში ომის ალბათობა ახლა უფრო მაღალია, ვიდრე აქამდე იყო
ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური - ლიბანში ომის ალბათობა ახლა უფრო მაღალია, ვიდრე აქამდე იყო

ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური ჰერცი ჰალევი აცხადებს, რომ ლიბანში ომის ალბათობა ახლა უფრო მაღალია, ვიდრე აქამდე იყო. ამის შესახებ მან ჩრდილოეთ ისრაელში სამხედროებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„ისრაელის თავდაცვის ძალები აძლიერებენ მზადყოფნას ლიბანთან საბრძოლველად. ჩვენ გვინდა, მივაღწიოთ ძალიან მკვეთრ მიზანს ლიბანში, დავაბრუნოთ მცხოვრებლები ჩრდილოეთში“, – აღნიშნა ჰალევიმ.

როგორც ისრაელის მედია წერს, ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური გულისხმობს ისრაელზე „ჰეზბოლას“ მიერ განხორციელებული თავდასხმების გამო 80 000 ისრაელელის მიერ ისრაელის ჩრდილოეთ ტერიტორიის დატოვებას.

ჰალევიმ განაცხადა, რომ მან არ იცის, როდის დაიწყება ომი ჩრდილოეთში და აღნიშნა: „შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს თვეებში ამის ალბათობა გაცილებით მაღალია, ვიდრე წარსულში იყო“.