ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური - „ჰამასთან“ ომი ღაზაში მრავალი თვის განმავლობაში გაგრძელდება და ჩვენ გამოვიყენებთ სხვადასხვა მეთოდს, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი მიღწევები
„ჰამასთან“ ომი ღაზაში, სავარაუდოდ, მრავალი თვის მანძილზე გაგრძელდება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა.
„ომი გაგრძელდება მრავალი თვის განმავლობაში და ჩვენ გამოვიყენებთ სხვადასხვა მეთოდს, რათა დიდი ხნის განმავლობაში შევინარჩუნოთ ჩვენი მიღწევები. არ არსებობს ჯადოსნური გადაწყვეტილებები, ტერორისტული ორგანიზაციის ლიკვიდაციის გზები, საჭიროა მხოლოდ გადამწყვეტი და დაჟინებული ბრძოლა. ჩვენ მივაღწევთ „ჰამასის“ ხელმძღვანელობასაც, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს ამას, ერთი კვირა თუ თვეები“, – განაცხადა ჰალევიმ.