ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური - ჩვენ ირანის თავდასხმას ვუპასუხებთ, გვაქვს შესაძლებლობა, ახლო აღმოსავლეთში ნებისმიერ წერტილს მივაღწიოთ, მალე მიხვდებიან ჩვენი მტრები, რომელთაც ეს ჯერ არ ესმით
ისრაელი უპასუხებს ირანის თავდასხმებს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა.
ჰალევის თქმით, ისრაელს აქვს შესაძლებლობა, მისწვდეს და თავს დაესხას ნებისმიერ წერტილს ახლო აღმოსავლეთში.
„ჩვენ ვუპასუხებთ. ვიცით, როგორ უნდა განვსაზღვროთ მნიშვნელოვანი სამიზნეები, როგორ დავარტყათ სიზუსტით. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მივაღწიოთ ნებისმიერ წერტილს ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ მტრებს, რომლებსაც ეს ჯერ არ ესმით, მალე მიხვდებიან“, – აღნიშნა ჰალევიმ.
გასულ ღამეს ირანმა ისრაელის მიმართულებით ორასამდე რაკეტა გაუშვა.