ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 165 რაკეტა გაუშვეს, რომელთა უმეტესობა ისრაელის საჰაერო თავდაცვამ მოიგერია
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბოლო ერთი საათის განმავლობაში ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 165 რაკეტა გაუშვეს.
მათივე ინფორმაციით, უმეტესობა ისრაელის საჰაერო თავდაცვამ მოიგერია, ზოგიერთი კი ღია სივრცეში ჩავარდა. თავდასხმების შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
პარალელურად, ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 274-მდე გაიზარდა, მათ შორისაა 21 ბავშვი. დაშავებულია, სულ მცირე, 1024 ადამიანი.