ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელმა „ჰეზბოლას“ სამიზნეების წინააღმდეგ დარტყმები განაახლა
ისრაელმა „ჰეზბოლას“ სამიზნეების წინააღმდეგ დარტყმები განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ამჟამად უტევენ „ჰეზბოლას“ ტერორისტული ორგანიზაციის კუთვნილ ობიექტებს ლიბანში.
ცნობისთვის, გუშინ ისრაელის მიერ ბეირუთის გარეუბანზე განხორცილებული საჰაერო იერიშის შედეგად ლიკვიდირებული იყო რადიკალური დაჯგუფების მაღალჩინოსანი მეთაური იბრაჰიმ აკილი და აჰმედ ვაჰბი. მათი დაღუპვა დაადასტურა დაჯგუფება „ჰეზბოლამაც“. ირაელის არმიის წარმომადგენლის, დანიელ ჰაგარის თქმით, 20 სექტემბრის საჰაერო იერიში მიმართული იყო იმ მეთაურების წინააღმდეგ, რომლებიც ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრის დაგეგმვაში მონაწილეობდნენ.