ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში ათობით მოიერიშე თვითმფრინავმა 70-ზე მეტ ობიექტს დაარტყა
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში ათობით მოიერიშე თვითმფრინავმა 70-ზე მეტ ობიექტს დაარტყა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორის დარაჯა ტუფაჰის რაიონში ათობით მოიერიშე თვითმფრინავმა 70-ზე მეტ ობიექტს დაარტყა.

თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული რაიონიდან ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების დიდი რაოდენობაა დაფიქსირებული.

„გარდა ამისა, განადგურდა ტერორისტული ინფრასტრუქტურა, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური ჯიჰადი“ იყენებდა“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.