ისრაელის თავდაცვის ძალები ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებლებს მოუწოდებს, თავშესაფრებთან ახლოს იყვნენ
ისრაელის თავდაცვის ძალები ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებლებს მოუწოდებს, თავშესაფრებთან ახლოს იყვნენ. შესაბამისი გაფრთხილება ისრაელის თავდაცვის ძალებმა მას შემდეგ გაავრცელეს, რაც ირანის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
ისრაელის ცენტრალური ნაწილის მოსახლეობას აფრთხილებენ, თავი შეიკავონ გარეთ განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე ყოფნისგან, საჰაერო განგაშის შემთხვევაში კი, თავშესაფრებისკენ გაეშურონ.
ისრაელის უწყებაში განაცხადეს, რომ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემები სრულ მზადყოფნაშია ირანის ნებისმიერი თავდასხმისთვის და ქვეყნის მოკავშირეებიც მზად არიან.
როგორც მანამდე თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, აშშ ხედავს ნიშნებს, რომ ირანი ემზადება ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმისთვის.