ისრაელის თავდაცვის ძალები - ისრაელის სამხედროებმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურას დაარტყეს მას შემდეგ, რაც სირიიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს
ისრაელის თავდაცვის ძალები - ისრაელის სამხედროებმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურას დაარტყეს მას შემდეგ, რაც სირიიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს

ისრაელის სამხედროებმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურას დაარტყეს მას შემდეგ, რაც სირიიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელმა დაარტყა გამშვებ სადგურებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საზღვრისპირა ცეცხლის გაშვებაზე.

რაც შეეხება სირიიდან განხორციელებულ თავდასხმას, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ყველა ჭურვი ღია ტერიტორიებზე დაეცა და ზიანი არ გამოუწვევია.