ისრაელის თავდაცვის ძალები - „ჰეზბოლა“ თუ გაბედავს ჩვენს გამოცდას, რეაქცია მომაკვდინებელი იქნება, შეერთებული შტატები სრულ მხარდაჭერას გვაძლევს
ისრაელის თავდაცვის ძალები - „ჰეზბოლა“ თუ გაბედავს ჩვენს გამოცდას, რეაქცია მომაკვდინებელი იქნება, შეერთებული შტატები სრულ მხარდაჭერას გვაძლევს

ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში, ისრაელის არმია ლიბანურ „ჰეზბოლას“ მომაკვდინებელი პასუხით ემუქრება.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანის საზღვრიდან ორ კილომეტრამდე დაშორებული თემებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის თავიდან აცილებას.

ჰეზბოლამ“ გუშინ განახორციელა არაერთი თავდასხმა, რათა გადაეტანა ჩვენი ოპერატიული ძალისხმევა ღაზიდან, ირანის ხელმძღვანელობითა და მხარდაჭერით. ეს საფრთხეს უქმნის ლიბანის სახელმწიფოს და მის მოქალაქეებს. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ძალები ჩრდილოეთ საზღვარზე და აგრესიულად ვუპასუხებთ ჩვენს წინააღმდეგ ნებისმიერ მოქმედებას. თუ „ჰეზბოლა“ გაბედავს ჩვენს გამოცდას, რეაქცია მომაკვდინებელი იქნება. შეერთებული შტატები სრულ მხარდაჭერას გვაძლევს“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.