ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ქალაქ ტულკარმში საჰაერო იერიშის შედეგად „ჰამასის“ მაღალჩინოსანი მოკლეს
ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ტულკარმში საჰაერო იერიშის შედეგად „ჰამასის“ მაღალჩინოსანი მოკლეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის განცხადებით, დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია ამ ქსელის „მრავალი სხვა ოპერატიული მუშაკი“.
ამასთან, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა.
ცნობისთვის, ისრაელის მხრიდან განხორციელებული იერიშების სამიზნე დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ტულკარმში ლტოლვილთა ბანაკი გახდა.