ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ისრაელ კაცმა 25-ზე მეტ კოლეგას განუცხადა, რომ ისრაელი არ დათანხმდება ლიბანში ცეცხლის შეწყვეტას რიგი პირობების გარეშე
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა 25-ზე მეტ კოლეგას განუცხადა, რომ ისრაელი არ დათანხმდება ლიბანში ცეცხლის შეწყვეტას რიგი პირობების გარეშე. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი Kan-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ქვეყნებს შორის არიან გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია და კანადა.
კაცი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ერთადერთი მისაღები სიტუაცია იქნებოდა ჰეზბოლას განდევნა ისრაელის საზღვრიდან და განიარაღება.
„მხოლოდ გაერო-ს უშიშროების საბჭოს ყველა რეზოლუციის სრული შესრულება ლიბანთან დაკავშირებით გამოიწვევს ცეცხლის შეწყვეტას. ვიდრე ეს არ მოხდება, ისრაელი გააგრძელებს ქმედებებს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჩრდილოეთის მცხოვრებლების საკუთარ სახლებში დაბრუნებას“, – განუცხადა კაცმა კოლეგებს.