ისრაელის სამხედრო ოპერაციას ლიბანში 31 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა შორის არიან მაშველები
ისრაელის სამხედრო ოპერაციას ლიბანში 31 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა შორის არიან მაშველები

ისრაელის სამხედრო ოპერაციას ლიბანში 31 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან მაშველები.

ლიბანური მედიის ინფორმაციით, ტვიროსის რეგიონის ქალაქ რას ელ-აინის დაბომბვის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ქალაქზე ავიაიერიშები გასულ ღამეს განხორციელდა, რომლის დროსაც რამდენიმე სახლი დაიბომბა. 12 ადამიანი, მათ შორის, სამი ბავშვი დაიღუპა ისრაელის ავიაიერიშების შედეგად ჯბეილის ოლქის სოფელ ალმატში.

ისრაელის საჰაერო თავდასხმა განხორციელდა საცხოვრებელ სახლზე სამხრეთ ლიბანის ქალაქ სრიფაში. ლიბანური მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ დაბომბა ქვეყნის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ უბანი დაჰიე.

არსებული მონაცემებით, ღაზის ომის დაწყების შემდეგ ლიბანში ისრაელის თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 3 136 ადამიანი დაიღუპა და 13 979 დაშავდა.