ისრაელის სამხედრო ავიაციის მიერ სირიის ქალაქ პალმირას დაბომბვას 71 ადამიანი ემსხვერპლა
ისრაელის სამხედრო ავიაციის მიერ სირიის ქალაქ პალმირას დაბომბვას 71 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო ავიაციის მიერ სირიის ქალაქ პალმირას დაბომბვას 71 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 50-ზე მეტი პირი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მსხვერპლის რაოდენობა, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. ისრაელის დაბომბვის სამიზნე გახდა როგორც ქალაქი პალმირა, ასევე მისი შემოგარენი. დაღუპულთა შორის არიან ირანის მომხრე სირიული ჯგუფების 45 წევრი, ასევე 26 უცხოელი მებრძოლი, რომელთა უმრავლესობა ერაყული „ალ-ნუჯაბას“ მოძრაობის წევრი იყო, ასევე „ჰეზბოლას“ ოთხი წევრი.

თავდასხმები სამიზნე გახდა ქალაქის სამი ადგილი, მათ შორის ერთ ადგილას ირანის მომხრე ჯგუფების შეხვედრა მიმდინარეობდა „ალ-ნუჯაბასა“ და „ჰეზბოლას“ ლიდერებთან.