ისრაელის სამხედრო ავიაციის მიერ ბეირუთის დაბომბვას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
ისრაელის სამხედრო ავიაციის მიერ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის დაბომბვას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლიბანის დედაქალაქის სამხრეთ უბნების დაბომბვის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა.
ისრაელის ძალებში აცხადებენ, რომ დაბომბვის სამიზნე „ჰეზბოლას“ სარაკეტო დანაყოფის მეთაური იყო.
პარალელურად, „როიტერი“ წერს, რომ ბეირუთის დაბომბვის შედეგად მოკლულია „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაური, იბრაჰიმ ქუბაისი.
ისრაელის არმიის გენშტაბის უფროსის, ჰერცი ჰალევის განცხადებით, „ჰეზბოლას“ დასვენების საშუალება არ ექნება და ისრაელი გააგრძელებს შეტევით ოპერაციებს.