ისრაელის სამხედრო ავიაციის იერიშს „ჰაშდ ალ-შააბის“ რვა მებრძოლი ემსხვერპლა
ისრაელის სამხედრო ავიაციის იერიშს „ჰაშდ ალ-შააბის“ რვა მებრძოლი ემსხვერპლა

სირია-ერაყის საზღვართან, ისრაელის სამხედრო ავიაციის მიერ დაბომბვას, შიიტური დაჯგუფება „ჰაშდ ალ-შააბის“ რვა მებრძოლი ემსხვერპლა.

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ერაყის შიიტური სამხედრო დაჯგუფების პოზიციები სირიის დეირ ელ-ზორის პროვინციაში, ქალაქ აბუ-ქამალის მახლობლად დაბომბეს.

საინფორმაციო გამოცემა „ალ-მასდარის“ ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად დაშვებულებიც არიან. გამოცემა წერს, რომ სამხედრო დაჯგუფების კოლონა ელ-მეიადინის რაიონში, სამხედრო ბაზისკენ მიემართებოდა. სწორედ „ჰაშდ ალ-შააბის“ მხარდაჭერაში ადანაშაულებს აშშ ირანს.