ისრაელის სამხედრო ავიაციამ ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი დაბომბა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დაიბომბა ბეირუთის უბანი დაჰიე, რომელიც „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია.
მათივე ცნობით, ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა, რომლის სამიზნე „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი წევრი იყო.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების „F-35“-ის ტიპის თვითმფრინავმა ბეირუთს ორი რაკეტა ესროლა.
ჩრდილოეთ ისრაელში არსებული უსაფრთხოების ვითარების ფონზე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ში ვიზიტს ერთი დღით, ოთხ დღემდე შეამცირებს.