ისრაელის საიმიგრაციო სამსახური არალეგალებს საქართველოში გასამგზავრებელი ავიაბილეთების შეძენას სთავაზობს
ისრაელის საიმიგრაციო სამსახური არალეგალებს საქართველოში გასამგზავრებელი ავიაბილეთების შეძენას სთავაზობს

ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და აცხადებს, რომ ისრაელის საიმიგრაციო სამსახური არალეგალებს საქართველოში გასამგზავრებელი ავიაბილეთების შეძენას სთავაზობს.

„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებიან არალეგალურად და სურვილი აქვთ ნებაყოფლობით და ღირსეულად დაბრუნდნენ სამშობლოში, ისრაელის სახელმწიფოს საიმიგრაციო სამსახური სთავაზობს დახმარებას საქართველოში გასამგზავრებელი ავიაბილეთების შეძენასა და სამგზავრო დოკუმენტების გაფორმებაში. ამ მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, ვისაც საკუთარი ნებით სურს ქვეყნის დატოვება და ისრაელის სახელმწიფოში იმყოფებიან არანაკლებ ექვსი თვე.

საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნების შემთხვევაში დაინტერესებული პირები მიიღებენ დახმარებას, რაც გულისხმობს: ავიაბილეთების შეძენა; საიმიგრაციო სამსახურის მიერ დაკავებისგან გათავისუფლება საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნებამდე; საჭიროების შემთხვევაში სამგზავრო დოკუმენტაციის გაცემაში დახმარება; ფინანსური უფლებების რეალიზაციაში ხელშეწყობა (მათ მიმართ არსებული დავალიანების ანაზღაურება) ისრაელის დასაქმების კანონში დადგენილი წესით.

მსურველებს შეუძლიათ, მიმართონ შემდეგ მისამართზე: ბნეი ბრაკი, მივცა კადეშის ქუჩის 64, მდებარე ნებაყოფლობითი დაბრუნების დახმარების ბიურო. ტელეფონები: 03-6982059, 03-6982058, 03-6982061
ინტერნეტგვერდი“, – აცხადებენ ისრაელში საქართველოს საელჩოში.