ისრაელის საგარეო უწყების ცნობით, პეკინში ისრაელელ დიპლომატს თავს დაესხნენ
პეკინში ისრაელელ დიპლომატს თავს დაესხნენ. ამის შესახებ Timesofisrael-ი წერს.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პეკინში ისრაელის საელჩოს თანამშრომელზე თავდასხმის შემდეგ დიპლომატი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის დიპლომატის მდგომარეობა სტაბილურია. უწყებაში აცხადებენ, რომ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს.