ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მოქმედებს, როგორც „ჰამასის“ იურუდიული დანაყოფი
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მოქმედებს, როგორც „ჰამასის“ იურუდიული დანაყოფი, – ასე გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰააგაში მიმდინარე სასამართლო მოსმენას, სადაც ისრაელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ღაზის სექტორში გენოციდის ჩადენაში სდებს ბრალს.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ლიორ ჰაიათის განცხდებით, პროცესი „ისტორიაში თვალთმაქცობის ერთ-ერთი უდიდესი გამოვლინებაა“.
ისრაელის ხელისუფლება ოფიციალურ პრეტორიას ადანაშაულებს ფაქტის უგულებელყოფაში, რომ „ჰამასის“ ტერორისტებმა შეაღწიეს ისრაელში, დახოცეს, გააუპატიურეს და გაიტაცეს ისრაელის მოქალაქეები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ისრაელელები იყვნენ, და სცადეს გენოციდის განხორციელება.
ისრაელის საგარეო უწყების პრესსპიკერმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ადვოკატებს სასამართლოში „ჰამასის“ წარმომადგენლები უწოდა.