ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ისრაელი „ჰამასის“ მაღალჩინოსნების რუსეთში მიწვევას უხამს ნაბიჯად მიიჩნევს და მოუწოდებს მოსკოვს, დაუყოვნებლივ გააძევოს ისინი
ისრაელი „ჰამასის“ მაღალჩინოსნების რუსეთში მიწვევას უხამს ნაბიჯად მიიჩნევს, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლიორ ჰაიატმა განაცხადა.
„„Ჰამასი“ ისლამურ სახელმწიფოზე უარესი ტერორისტული ორგანიზაციაა. „ჰამასის“ მაღალჩინოსნების ხელები 1 400-ზე მეტი ისრაელელის სისხლით არის შეღებილი, რომლებიც დახოცეს, მოკლეს, დახვრიტეს და დაწვეს. ისინი პასუხისმგებელნი არიან 220-ზე მეტი ისრაელელის გატაცებისთვის, მათ შორის ჩვილების, ბავშვების, ქალებისა და მოხუცების“, – განაცხადა ლიორ ჰაიატმა.
ისრაელის საგარეო უწყების სპიკერმა აღნიშნა, რომ ისრაელი მოუწოდებს მოსკოვს, დაუყოვნებლივ გააძევოს ქვეყნიდან „ჰამასის“ ლიდერები.
„ისრაელი „ჰამასის“ მაღალჩინოსნების მოსკოვში მიწვევას უხამს ნაბიჯად მიიჩნევს, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმს და „ჰამასის“ ტერორისტების სისასტიკეს აძლევს ლეგიტიმაციას. ისრაელი მოუწოდებს მოსკოვს, დაუყოვნებლივ გააძევოს „ჰამასის“ ლიდერები“, – განაცხადა ლიორ ჰაიატმა.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „ჰამასის“ წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ.