ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს გენერალურ მდივანთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა გაერო-ს გენერალურ მდივანთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„მე არ შევხვდები გაერო-ს გენერალურ მდივანს. 7 ოქტომბრის მასობრივი ხოცვის შემდეგ დაბალანსებული მიდგომის ადგილი არ არის. „ჰამასი“ უნდა წაიშალოს დედამიწის პირიდან“, – წერს კოენი.
ამასთან, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩართო ჩანაწერი, სადაც, მისი თქმით, „ჰამასის“ ტერორისტი მშობლებს ეუბნება, რომ ამაყია ათი ებრაელის მკვლელობის გამო.
„ბატონო გენერალურო მდივანი, ეს არის მსოფლიო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ“, – მიმართა კოენმა გუტიერეშს.
ისრაელის მხრიდან მწვავე კრიტიკა გუტიერეშის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც თქვა, რომ „ჰამასის“ თავდასხმები არ მომხდარა ვაკუუმში, პალესტინელი ხალხი 56-წლიან მგუდავ ოკუპაციას ექვემდებარება.