ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი თქვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობაზე.
ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ევროკავშირის საგარეო მინისტერიალზე ევროპის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა მიიწვია.
„როდესაც ჩვენ დაღუპულებს ვკრძალავთ და ვებრძვით კრიმინალ ტერორისტებს, როდესაც მსოფლიო ისრაელს ცალსახა მხარდაჭერას უცხადებს, არ არის ადგილი ბალანსისა და თეორიული დისკუსიებისთვის. მხოლოდ შემართული და უკომპრომისო ომი პალესტინური ტერორიზმის წინააღმდეგ“, – განაცხადეს ისრაელის საგარეო უწყებაში.
ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ტელეფონით გააგრძელებს საუბარს ევროპელ მინისტრებთან.