ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ებრაელებთან დაკავშირებით სერგეი ლავროვის განცხადებას მიუტევებელი და აღმაშფოთებელი უწოდა
ებრაელების წინააღმდეგ რასიზმის ყველაზე დაბალი დონე არის თავად ებრაელების დადანაშაულება ანტისემიტიზმში, ლავროვის განცხადება მიუტევებელი და აღმაშფოთებელია, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა განაცხადა.
ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ისტორიული შეცდომაა, რადგან ჰოლოკოსტის დროს ებრაელებს თავი არ მოუკლავთ.
მანამდე, იტალიურ მედიასთან საუბრისას სერგეი ლავროვმა უკრაინის პრეზიდენტის ებრაულ წარმომავლობასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ადოლფ ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი.
„ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან. ყველა ოჯახშია ცუდი, როგორც ჩვენთან ამბობენ“, – თქვა ლავროვმა. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს.