ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - ისრაელის წინააღმდეგ „ჰეზბოლას“ თავდასხმებმა, შესაძლოა, ლიბანში ომი გამოიწვიოს
„ჰეზბოლას“ ტერორისტული ჯგუფის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულმა თავდასხმებმა, შესაძლოა, ლიბანში ომი გამოიწვიოს, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა განაცხადა.
მისი თქმით, ისრაელს სხვა ფრონტის გახსნის ინტერესი არ აქვს.
„ისრაელს არ აქვს ინტერესი სხვა ფრონტის გახსნის, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია, განვაგრძოთ მსგავსი თავდასხმების მოთმენა. საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობაა რეზოლუცია 1 701-ის სრულად განხორციელება, რათა თავიდან აიცილოს ომი ლიბანში“, – განაცხადა კოენმა.