ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი „ჰეზბოლას“ ლიბანელი მშვიდობიანი მოქალაქეების ფარად გამოყენებაში ადანაშაულებს
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი „ჰეზბოლას“ ლიბანელი მშვიდობიანი მოქალაქეების ფარად გამოყენებაში ადანაშაულებს.
„ნებისმიერმა სამოქალაქო პირმა, რომელიც ცხოვრობს „ჰეზბოლას“ იარაღთან ახლოს, უსაფრთხოებისთვის დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს საკუთარი სახლი“, – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ცნობისთვის, ისრაელი, დიდი ხანია, ადანაშაულებს „ჰეზბოლას“ ლიბანის მშვიდობიან მოსახლეობის ფარად გამოყენებასა და საცხოვრებელ სახლებში გვირაბების გათხრაში.